logo
ENG



"სისულელეა" - პესკოვი ამტკიცებს, რომ პუტინი 9 მაისს მობილიზაციას არ გამოაცხადებს

04 მაი 202216:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/9datba3u06d85y5.jpg

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ 9 მაისს რუსეთის მობილიზაციას არ გამოაცხადებს.

"ეს არაა სიმართლე, ეს სისულელეა", - განაცხადა პესკოვმა კითხვის პასუხად.

გარდა ამისა, პესკოვმა "სისულელე" უწოდა ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 9 მაისს უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებს.

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას, შესაძლოა, ომი ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადოს.

გამოცემა ამერიკელ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება რუსეთის სარეზერვო ძალების სრულ მობილიზებას გამოიწვევს.

დასავლელი ოფიციალური პირები მანამდეც ვარაუდობდნენ, რომ პუტინი 9 მაისის, როგორც "გამარჯვების დღის" სიმბოლურ მნიშვნელობას გამოიყენებდა. აქედან გამომდინარე, ისინი ვარაუდობენ, რომ ამ დღეს პუტინი ამ სამხედრო მიღწევას ან საომარი მოქმედებების ესკალაციას გამოაცხადებს, შესაძლოა ორივეს.


close დახურვა